საქართველოს მთავრობის
განკარგულება №202
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 17.04.07 №1-1/613 ბრძანების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ქ. თბილისში, წერეთლის გამზირის №110/ბაქრაძის ქ. №3/5-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ. “ .
2. ამავე განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ ქ. თბილისში, წერეთლის გამზირის №110/ბაქრაძის ქ. №3/5-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №1-1/94 ბრძანება).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი