საქართველოს მთავრობის
განკარგულება №176
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №139 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. ნამახვანის ჰესების კასკადის, ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, აგრეთვე შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში “ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში გამოყოს:
ა) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 8 125 000 (რვა მილიონ ას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) ნინოწმინდისა და რუსთავის გაზსაცავების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესასწავლად – 437 500 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი;
გ) შპს „ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში “ მიღწეული შედეგების აუდიტორული შეფასებისათვის – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი