საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
501
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016066
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №501

2013 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში (ბრძანება №101-სსმIII, №130, 11.10.2010წ., მუხ.1886, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010.320.040.22.029.013.173) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულების” 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში წარადგენს დახასიათებას (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე

კრებსითი — სრული ვერსია