|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2007 წ., № 53, მუხ. 576) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მიხეილ დარჩიაშვილი) კომისიის თანათავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (ნიკა სიხარულიძე), კომისიის თანათავმჯდომარე; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|