საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1425
2013 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ შექმნილი ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი