საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1197
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2016-12-16
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016213
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
( ძალადაკარგულია - 16.12.2016, №95 )

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1197

2013 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.


   „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ” საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტის , „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ ქ ” ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება .

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის   201 4  წლის  29  იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულება

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის   201 4  წლის  29  იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.


 

 

  მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი ( შემდგომ - დეპარტამენტი ) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი .

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ( შემდგომ -  მინისტრი ) სამართლებრივი აქტებით , გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით .

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე .

4. დეპარტამენტს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.

 მუხლი 2. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ( შემდგომში - სამინისტრო ) მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების შემუშავება . მოქმედი პროგრამების საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით განახლება . დასახული ამოცანების შესრულებისათვის გენერალური შტაბის ქვედანაყოფებში სამედიცინო უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი ;

ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების დროს, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის განსაზღვრული სამედიცინო დახმარების მოცულობისა და ხარისხის მაქსიმალური თანხვედრა მშვიდობიანობის დროის სტანდარტებთან;

გ ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის პრიორიტეტების საფუძველზე , საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება , ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და გენერალური შტაბის უფროსისათვის წარდგენა ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და  მათი შესრულების კონტროლი. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და მისი მონიტორინგი;

ვ ) კომპეტენციის ფარგლებში , სახელმძღვანელო დოკუმენტების , მითითებებისა და ინსტრუქციების პროექტების მომზადება , გენერალური შტაბის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება ;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონის პროექტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) სამედიცინო ქონების სტრატეგიული, ოპერატიული და საჯარისო მარაგების  გათვლა;

კ) სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების შემუშავება ან/და განხილვა;

ლ) დადგენილი ნორმების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;

მ) სამხედრო-სამედიცინო განათლების, სამხედრო მედიცინის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ასევე სამხედრო-სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო რეზერვის მომზადებისა და საჭიროებისამებრ გადანაწილების  გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) სამხედრო ნაწილებში ავადობის სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება;

ო 1 ) (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43);

ო 2 ) (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43);

ო 3 ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის , გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახმელეთო ჯარების სარდლობის მოსამსახურეთა   გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება ;

პ ) მოქმედი კანონმდებლობით , მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება ;

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის   201 4  წლის  29  იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 15.07.2016 წ.

 მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი , რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით , გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს .

 3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;

გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი (ფუნქციონალური) მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

დ ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების შუამდგომლობის საფუძველზე , გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ( სტრუქტურული ქვედანაყოფების ) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის , გათავისუფლების , გადაადგილების , წახალისების ან / და მათ მიმართ დისციპლინალური ზომების გამოყენების შესახებ ;

ე) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;

 ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანოებიდან;

თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.

4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე , რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

   ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

   ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

   გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

   დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

   ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის   201 4  წლის  29  იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია (შემდეგ- ერთეულები):

ა) ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველო;

გ) სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო;

დ) (ამოღებულია).

ე ) რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველო ;

ვ ) (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43).

 2. ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზება. დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის წარმართვა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის საკადრო საკითხების აღრიცხვა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის პირთა/დანაყოფთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის დროულად შესრულების კოორდინაცია. მათი შესრულების შესახებ მოხსენებების მომზადება;

დ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების სამართლებლივი უზრუნველყოფა;

ე ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის , გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების და სახმელეთო ჯარების სარდლობის მოსამსახურეთა   გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება .

3. სამედიცინო უზრუნველყოფისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საბრძოლო ოპერაციების და სამხედრო-საველე სწავლებების სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზება და მისი შესრულების კონტროლი;

ბ) სტანდარტული სამედიცინო პროცედურების შემუშავება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მათი დანერგვის უზრუნველყოფა;

 გ) დაჭრილთა და ავადმყოფთა სამედიცინო ევაკუაციის დაგეგმვა და კოორდინაცია;

 დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამედიცინო პირადი შემადგენლობის წვრთნებისა და განათლების პროგრამების დაგეგმვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

 ე) სამედიცინო ქვედანაყოფებში პაციენტთა გამოკვლევის, მკურნალობისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების კონტროლი;  

 ვ) ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის ავადობისა და ტრავმატიზმის აღრიცხვიანობის კონტროლი, ანალიზი და პრევენციისათვის წინადადებების შემუშავება;

 ზ) ქვედანაყოფების სამედიცინო სამსახურების ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მუშაობის შეფასება, მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა.

4. სამედიცინო მარაგების დაგეგმვისა და აღრიცხვის სამმართველო:

ა )  გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მედიკამენტებით , ხარჯვადი სამედიცინო ქონებით , ინვენტარითა და სამედიცინო ტექნიკით მომარაგების კოორდინაცია ;

ბ) ქვედანაყოფებისათვის სამედიცინო ქონების საჭიროების განსაზღვრა და დაგეგმვა;

გ) სამედიცინო ქონების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;      

დ) ქვედანაყოფებში სამედიცინო ქონების აღრიცხვის კონტროლი, სამედიცინო ქონების სააღრიცხვო ფორმების სრულყოფისათვის რეკომენდაციების მომზადება.

5. (ამოღებულია)

 51. რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველო :

ა ) ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში დაშავებულების სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგი ;

ბ ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო , ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალიზირებული პროფილის სამედიცინო დაწესებულებების რესურსების გამოყენება ;

გ ) ჩატარებული სარეაბილიტაციო მკურნალობის მონიტორინგის განხორციელება . 

52. (ამოღებულია - 14.07.16 წ. №43).

6. ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .

7. ერთეულის უფროსი:

ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე  და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ) ხელს აწერს ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.

8. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერთეულს (სამმართველო) შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:

ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) შესაბამისი ერთეულის (სამმართველოს) უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის   201 4  წლის  29  იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 6 მარტის ბრძანება №11 - ვებგვერდი, 06.03.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 15.07.2016 წ.



კრებსითი — სრული ვერსია