საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
76
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2016-12-27
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.023.016201
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.12.2016, №60)
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №76

2013 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



დანართი

 

საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს მინისტრის  აპარატის  მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


მუხლი 1. მინისტრის  აპარატის უფროსი

„მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;

დ)კონტროლისა და ანალიზის ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

ვ) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ზ) გამორჩეული ანალიტიკური უნარები;

თ) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი;

ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ძალიან კარგი ცოდნა;

კ) რთულ პირობებში მუშაობისა და შეზღუდულ დროში შედეგების მიღების უნარი;

ლ) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;

მ) ოფიციალური  და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;

ნ) დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (საელჩოებთან) თანამშრომლობის  

გამოცდილება.

საქართველოს გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის ბრძანება № 169 - ვებგვერდი, 09.01.2015წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება № 215 - ვებგვერდი, 21.08.2015წ.


მუხლი 2. მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო, სამართალმცოდნეობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით;
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook), Google Apps for Business ცოდნა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 მარტის ბრძანება № 189 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.


მუხლი 3. მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი 
მინისტრის აპარატის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
   ა) უმაღლესი განათლება სოციალურ-პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართალმცოდნეობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობით;
   ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
   გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა;
   დ) ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა;
   ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint, Outlook, Google Apps for Business) ცოდნა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება №18 - ვებგვერდი,24.05.2016წ.


მუხლი 4. მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; 
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ვ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.

მუხლი 5. მინისტრის მოადგილის თანაშემწე
მინისტრის მოადგილის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;  
ბ) საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; 
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების  ცოდნა;
ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებისა და ოფიციალური/სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;
ვ) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.


კრებსითი — სრული ვერსია