„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-09-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-07
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.165.016101
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2013 წლის 27 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების  დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს  პუნქტი 9 შემდეგი რედაქციით:

„9. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილი იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი

კრებსითი — სრული ვერსია