|
მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;“. 2. 231 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 6 სექტემბერი 2013 წ. N1077-Iს |