საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ ვებგვერდის შექმნასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1327
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016008
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ ვებგვერდის შექმნასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1327
2013 წლის  12  სექტემბერი
ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ  ვებგვერდის შექმნასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ვებგვერდის შექმნისა და  შემდგომში მისი ადმინისტრირების  მომსახურების, ასევე ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრ ბ. ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია