„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
188/37
მიმღები ორგანო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი
2013-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-09-19
სარეგისტრაციო კოდი
010230000.58.070.016018
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №188/37

2013 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც მოამზადა ეს პროექტი და კურატორი გენერალური აუდიტორის  მოადგილის მიერ. ვიზირება გულისხმობს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ თანხმობას". 

2. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის  ,,ვ" ქვეპუნქტი.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,პ" ქვეპუნქტი:

,,პ) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია

კრებსითი — სრული ვერსია