პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
239
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2015-04-24
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017406
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2013 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებუ­ლე­ბებში მყოფი პირებისათვის C-ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველ­საყო­ფად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „1.2.2.6“ ქვე­პუნ­ქტისა და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნ­ველ­ყოს, შესაბამისი მედიკამენტების შესყიდვა და საქართველოს სასჯელაღ­ს­რულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინის­ტროსთვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2
მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო კვლევები და სამედიცინო მომსახურებები, ასევე საჭირო სახარჯი მასალები, განსა­ხორ­ციელებელი ღონისძიებები და პროგრამის ადმინისტრირების წესი განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობა­ცი­ისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთობ­ლივი ნორმატიული აქტით.
მუხლი 3
მკურნალობის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურებებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე გამოცემული ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 4 1 და 4 2 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2015წ.

მუხლი 4
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაფი­ნანსდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქა­რ­თველოს კანონით „ინფექციური დაავადებების მართვა“ პროგრამი­სა­თ­ვის (პროგრამული კოდი 35 03 02 06) გამოყოფილი ასიგნებების ფარგ­ლებში და განისაზღვროს 1 166 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 41
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს დაერთოს ნება, ამ დადგენილების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შესყიდული საქონელი გამოიყენოს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით განსაზღვრული მიზნებისთვის.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2015წ.

მუხლი 42
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მედიკამენტის გადაცემა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2015წ.

მუხლი 5
ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესყიდვები გან­ხორ­ციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია