საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
649
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-20
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016852
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №649

2013 წლის 20 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვისა და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 1 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია