„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
12-37
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-23
სარეგისტრაციო კოდი
010250000.36.101.016178
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №12-37

2013 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა)  მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2 ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილება.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  162  მუხლი:

„მუხლი 162 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილებ ის ძირითადი ამოცანებია:

ა) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისი ის ტექნიკურ- ორგანიზაციულ საკითხე ბის  უზრუნველყოფა;

ბ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე წარსადგენად   მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის თაობაზე შემოსულ ი განცხადებებ ის შესწავლა და მომზადება;

გ) იურიდიულ ი კონსულტაცი ების გაწევა განმცხადებლებისათვის მიწის ნაკვეთ ებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ დებულებით და  კანონმდებლობით  გათვალისწინებულ ი  სხვა  უფლებამოსილებებ ის განხორციელება”.

2. გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის პირველი სექტემბრიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია