|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009, №145, მუხლი 1695) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებელი შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 24 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.“. |
| მუხლი 2 |
იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც უკვე დანიშნულნი არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. |
|