„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21.04.878
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016161
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №21.04.878

2013 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის №17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი: №040.030.000.37.101.013.250 03.07.2009 წ., გაზეთი „24 საათი“ 04.07.2009 წ. №149) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში  და წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურა

ა) I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა  7 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი -100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი;

ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება 5 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 800 ლარი; 2 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 1200 ლარი;

გ) III სტადია

 გ.ა) მშენებლობის ნებართვის გაცემა 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი - 500 ლარი.

გ.ბ) დემონტაჟის ნებართვის გაცემა 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი  - 1000 ლარი; 3 დღეში -  500 ლარი;

გ.გ) მშენებლობის ნებართვის გაცემა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე: 1 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი - 500 ლარი.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია