„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.112.016139
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №41

2013 წლის 30 ივლისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის   17 მაისის №29 დადგენილებაში (სსმ. ვებგვერდი, 24/05/2013) შვიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) სამსახურის თანამშრომლები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია