„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-25
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017349
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.01.2013, 470230000.10.003.017172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (პროგრამული კოდის – 35 01 02 ფარგლებში) პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 141 000 (ას ორმოცდაერთი ათასი) ლარით.

 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის პროგრამა

თანხა

(ლარი)

სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვა

15 000.0

სამკურნალო საშუალებების ნიმუშების ხარისხის ლაბორატორიული კვლევა

119 000.0

მივლინების ხარჯები

7 000.0

სულ:

141 000.0“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია