|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანების (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2510):
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 31 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) №1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
|
2.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ უზრუნველყოს დეპარტამენტის №1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|