„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
803-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-29
სარეგისტრაციო კოდი
120000000.05.001.017021
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად.“.

    2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ა) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;“.

    3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“  ქვეპუნქტი:

  „თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;“.

    4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ბ)  საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 ივლისი 2013 წ.

N803-რს

კრებსითი — სრული ვერსია