„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების-სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
761
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-19
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016199
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების-სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №761

2013 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს 17 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,17. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნორმებში ჩამოთვლილი პროდუქტები არ გაიცემა ან მათი შემცირება შესაძლებელია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოვედღიური სასურსათო უზრუნველყოფის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის ერთობლივი კალორიული ღირებულების შემცირებას.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ქაროსანიძე

კრებსითი — სრული ვერსია