„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №27 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110907017, 12/09/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებული პირის განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს გადაწყვეტილების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოს თავმჯომარისთვის წარსადგენად. გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
|