„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
158
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-21
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017323
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2013 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში სა­ქა­­რთველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებუ­ლე­ბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თე­ბე­რ­ვლის №23 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის სა­კით­ხებში სა­ქა­რთველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:

„ ვ1) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.”.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩა­მო­ყა­ლი­ბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

სტრუქტურა, თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის     

პირველი მოადგილე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის   

თანაშემწე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

2

დეპარტამენტის უფროსი

3

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1

სამმართველოს უფროსი

4

მთავარი მრჩეველი

10

მრჩეველი

2

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე

1

მთავარი ბუღალტერი

1

საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი

1

საქმეთა მმართველი

1

 სულ

30.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის 1 ივლისიდან. 

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია