საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
660-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-24
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.017001
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

       1. 279-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით, შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ, აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, − სააპელაციო სასამართლოს მიერ.“.

       2.  280-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა.“.

      მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 მაისი 2013 წ.

N660-IIს

კრებსითი — სრული ვერსია