„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 07/03/2012, 470230000.10.003.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ეთხოვოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სამედიცინო მედიაციის საბჭოში კანდიდატურის წარდგენა.”.
2. დადგენილებით დამტკიცებული სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სამედიცინო მედიაციის სამსახურისა და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი თანამდებობების პირები.“.
|