|
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ, 30,01/2013, ს/კ 280070120.35.152.016109) დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,21. განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ფულადი თანხა“. 2. დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 57 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა და აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნებს“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|