„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
137
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-04
სარეგისტრაციო კოდი
010240000.10.003.017302
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137

2013 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბი­ლიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის  2013  წლის  28 მარტის №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2013,010240000.10.003.017238) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტ­­კი­ცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013  წლის სახელმწიფო  პროგრამის“ დანართი 1.5-ის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით. ამასთან, ის ბენეფიციარები, რომლებიც 2013 წლის მარტის მდგომარეობით  იყვნენ  დღის ცენტრების ქვეპროგრამის მოსარგებლეები და იღებდნენ სრულ დაფინანსებას, ქვეპროგრამით გათვალისწინებული  მომსახურება 2013 წლის აპრილიდან დაუფინანსდეთ სრულად, თანაგადახდის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია