|
1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება: |
ა)
31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტისა და სეიშელის რესპუბლიკებში.“; |
ბ)
დაემატოს შემდეგი რედაქციის 34-ე პუნქტი:
„34. საქართველოს საელჩო იაპონიაში აკრედიტებულია მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|