1.
,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №159 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 15/05/2012, 010320040.22.025.016075) დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.“.
|