„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
302
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-14
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016792
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №302

2013 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების №1 დანართის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია