|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მთავრობის აპარატის უფროსის არყოფნის ან სხვა საფუძვლით უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, მთავრობის აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მთავრობის აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ე1“ პუნქტი და 101 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
2.
ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტი 2013 წლის 10 ივნისიდან. |
|