,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №30 ბრძანებას (სსმ,15/07/2011, 020080150.22.023.016071) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილნი არიან შეადგინონ ამ ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული და დამზადებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები მათი მარაგის სრულ ამოწურვამდე.”.
|