|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 821)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ |
1.
ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი. |
2.
შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტი – უფროსის მოადგილე; გ) წამყვანი სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი; დ) უფროსი სპეციალისტი – მეხანძრე, მაშველი, მძღოლი. ე) სპეციალისტი – დისპეტჩერი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი, საქმისმწარმოებელი, დამლაგებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|