|
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჰ1“ და ,,ჰ2“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №3 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი: |
,,მუხლი 9. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|