,,საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2013-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-01
სარეგისტრაციო კოდი
300030000.57.069.016028
,,საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №10

2013 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

 

,,საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 იანვრის №3 ბრძანებით (ვებგვერდი, 24/01/2013) დამტკიცებულ ,,საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს გამარჯვებულ მიმწოდებელს  საბეჭდი ქაღალდის მიწოდების მოთხოვნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია