1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხის“ 5.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.6. ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ობიექტებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;“.
|