საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/33
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2013-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-24
საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე №2/33

   

     

ს ა ო ქ მ ო    გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის 16 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

   კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

   კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე;

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე , 285- ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

 1. სს ,, კოლხური აბრეშუმის “ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2013 წლის 08 მაისს , 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით :

ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება .

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . №11 , მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3).

3 .    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . : ქ . ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

 

    მოსამართლე:                                             გენადი მაკარიძე

 

    სხდომის მდივანი:                                    ნოდარ გიორგიძე

    

კრებსითი — სრული ვერსია