შევიდეს ცვლილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში (ვებგვერდი, 250211, 25/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 330.120.000.37.101.016.033) და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.“.
|