|
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
| მუხლი 1 |
დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „ხონის მუმიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქე, რომელიც დიალიზის მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა ქალაქებში, დაფინანსდეს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარის ოდენობით სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა - თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის.". |
| მუხლი 2 |
დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ოჯახების, რომელთაც გააჩნიათ 70001-ან ზევით სარეიტინგო ქულა ოპერაციული მკურნალობის სტაციონარული ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის კვლევების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვროს 1 000 (ათასი) ლარამდე.". |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 იანვრის №1 დადგენილება ,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ". |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
|
|