„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-15
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.159.016118
„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2013 წლის 5 აპრილი

ქ. მარნეული

 

„მშენებლობის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, სარეგ. კოდი 210020010.35.159.016024) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეისპანდიარ ქერიმოვი

კრებსითი — სრული ვერსია