|
მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − გეოლოგიური ფონდისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობისა და გაზის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს. |
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N457-რს |