საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
459-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.016944
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 320 

   ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“.

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N459-რს

კრებსითი — სრული ვერსია