ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-27
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.142.016058
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.03.2014, №9)

                                                                                                              

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2013 წლის 28 მარტი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადБ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა : 

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. 
მუხლი 2
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: 
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.0 ლარის  ოდენობით;  
ბ) ახალ ასაშენებელი საკუთარი წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი  მეტრისათვის 0,25 ლარის  ოდენობით;
გ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა) ერთ სულ მოსახლეზე  0.20 ლარის ოდენობით თვეში; 
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; 
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში    40 000 ლარის ოდენობით; 
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000  ლარის ოდენობით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის  №5 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” (სსმ, ვებგვერდი, 23.02.2012 წ.).

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარევლადიმირ სტამბოლციანი

კრებსითი — სრული ვერსია