,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში
(www. matsne.gov.ge 29/01/2013
სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016099) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრა განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე".
ბ) დადგენილებაში ამოღებულ იქნეს დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.
|