|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მაჟორიტარული წესით წარდგენილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება თუ:
ა) კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია; ბ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო ოლქში წარდგენაზე; გ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად არჩევნებში მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე. |
მუხლი 2. (ამოღებულია) |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება № 20/2015 - ვებგვერდი, 27.03.2015წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №28/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|