„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
261-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-20
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.016901
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები:

 „20. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე  2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად; მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას.

 21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა  შესაბამის პროგრამებზე სწავლის და მათ მიერ კვალიფიკაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 მარტი 2013 წ.

N261-IIს

კრებსითი — სრული ვერსია