„გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.148.016146
„გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

                                                                                                   

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2013 წლის 11 მარტი

ქ.გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111212017, 14/12/2011; 010.260.020.35148.016.081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,რ“ და ,,ს“ ქვეპუნქტები:

 „ნ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება“;

„ო) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება“;

„პ) მუნიციპალიტეტის ტურისტთა მოზიდვის მიზნით  ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მოზადება“;

,,ჟ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის ხელშეწყობა“;

„რ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა“;

„ს) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები:

„ლ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება“;

„მ) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება“;

„ნ) მუნიციპალიტეტში ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება“;

 „ო) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა“;

„პ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა  ბაზის შექმნა“;

„ჟ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭრო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია