ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №75 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
90
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016065
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №75 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №90

2013 წლის 6 მარტი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №75 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №75 დადგენილების „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №-ის მეორე მუხლის მე-2 პუნქტში  და მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით;

„2. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს  ადგილობრივ გაზეთში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე

კრებსითი — სრული ვერსია