შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-16 მუხლის, მეორე პუნქტის, „დ“; „ვ“; „თ“; „ლ“; „მ“; „პ“; „რ“; „ქ“; „შ“; „ძ“; ქვეპუნქტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდეს დაგეგმარების განყოფილება.
4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.“
|