|
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის №1/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის №1/2 დადგენილებით (17/01/2013 სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.111.016151.) დამტკიცებულ დანართ №1-ში კერძოდ: |
1.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანხების ასახვის უფლება აქვს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით).“ |
2.
მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადანაწილებაზე ან/და თანხების ასახვაზე თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს თანხმობას აძლევს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|